ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა.
როგორც ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მაია ქუტიძემ „გურია ნიუსს“ განუცხადა, გარდაცვლილი სოფელ მელექედურის მკვიდრია.
ინფიცირებული სამკურნალოდ ბათუმში იყო გადაყვანილი.
სულ ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირებული 38 ადამიანია გარდაცვლილი.