ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.
როგორც „გურია ნიუსს“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ განუცხადა, რომ მაღლაფერიძის მიერ თანამდებობის დატოვება მოულოდნელი იყო.
„განცხადებით შემოვიდა რომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია მიმკერძოებლობასთან დაკავშირებით, არჩევნები მოდის და აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ არ ყოფილიყო შეფასებების დროს ხელშემშლელი ფაქტორი, ეს მან ასახა თავის განცხადებაში.
ეს ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დავნიშნეთ დღეს მისი პირველი მოადგილე და გამოვაცხადეთ კონკურსი“,_ გვითხრა ფუტკარაძემ.






























































