ახალ ზელანდიაში ტროპიკული შტორმ „დების“ გამძვინვარების გამო ევაკუაციაა გამოცხადებული. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, შტორმის შედეგად 600 სახლი და 2 000-მდე ადამიანია დაზარალებული.
როგორც ცნობილია, ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას ტრაქტორებით და ნავებით გადაჰყავთ.
გავრცელებული ცნობით, შტორმმა ქალაქ კაიკურას იზოლირება გამოიწვია, სადაც რამდენიმე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზებია ჩახერგილი.
მაუწყებლის ცნობით, შტორმმა „დებიმ“ რამდენიმე დღის წინ ავსტრალიას გადაუარა.
ამავე თემაზე:
ავსტრალიას ციკლონი “დები” უტევს