ახალაძე შორსაა მუნიციპალიტეტის პრობლემებისგან, – ეს განცხადება მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ ,,გურია ნიუსთან” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ბაჩო ახალაძის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ფეისბუქპოსტის პასუხად გააკეთა.
შარაშიძის თქმით, გზის ჩაკეტვა საჯავახოს მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილიდან ავტომანქანების გადავარდნამ გამოიწვია.
,,ამ წუთებში გადაადგილება შეზღუდულია საჯავახო-კოხნარის მონაკვეთზე. შეზღუდვა ავტომანქანების მოცურებამ გამოიწვია. მუშაობს ტექნიკა და გზა მალე გათავისუფლდება. მთელი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში ყველა მიმართულებით მუშაობს გრეიდერი და იწმინდება გზა.
ამ დროისთვის, გზის გაწმენდის სამუშაოები, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შეჩერებულია გზისგაწმენდის სამუშაოები, რადგან მუშაობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ბახმაროში თოვლის სიმაღლე 3 მეტრს აღწევს”, – გვითხრა შარაშიძემ.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა გვითხრა, ელექტროენერგიის გათიშვა ელექტროგადამცემი სადენების დაზიანებამ გამოიწვია.
,,რაც შეეხება შუქს, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. გასული არიან ბრიგადები და უახლოეს დროში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებს, რომ უამინდობამ მოსახლეობას პრობლემები არ შეუქმნას”, – გვითხრა შარაშიძემ.
ცნობისთვის: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბაჩო ახალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ,,ჩოხატაური ზამთარს მოუმზადებელი შეხვდა.