ლანჩხუთის მუნციპალიტეტის ახლარჩეული მერი, ალექსანდრე სარიშვილი, უფლებამოსილების გახორციელებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა. იგი 2014 -2017 წლის მოწვევის საკრებულოში ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და ამავდროულად საკანონმდებლო ორგანოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასაც ხელმძღვანელობდა.
ლანჩხუთის ახალარჩეული პირველი პირი, „გურია ნიუსთან“ საუბარში აანონსებს, რომ მუნიციპალიტეტში საკადრო ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება, თუმცა, როდის და რა სახით, ამაზე ჯერჯერობით არ საუბრობს.