ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმის შემუშავების პროცესის მონიტორინგში ჩაერთვება და კონკურსში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი ანგარიშების სამართლებრივ ანალიზსს წარმოადგენს, _ აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
ორგანიზაციის შეფასებით, 2015 წლის სექტემბერში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საზოგადოების წინაშე ცნობილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლებაზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული კომპანიები გახადა.
თბილსიის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენგეგმის შემუშავება-განახლება კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციას „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დაევალა. აღნიშნულმა ორგანიზაციამ 2015–2016 წლებში, საკითხზე რამდენიმე შუალედური ანგარიში წარმოადგინა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადებას კი „თანხმობის დოკუმენტი“ უწოდა. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს საზოგადოების აქტიური ჯგუფების დისკუსიის გარეშე. შეფასების საგანს წარმოადგენს მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივი დასაბუთების საკითხი. ამასთან, გამოცხადებული კონკურსის პირობები, გამარჯვებული კომპანიის გამოცდილება და კონკურსის ჩატარების გამჭვირვალობის შესწავლის საკითხი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმის რედაქტირების პროცესში, წარმოდგენილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტების სრულ სამართლებრივ შეფასებას მოახდენენ. ამასთან, ორგანიზაცია უზრუნველყოფს დოკუმენტის პრინციპების ხელმისაწვდომობას საზოგადოებისთვის. ამ მიმართულებით, საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევის მიზნით, ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, უკვე მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც ინტერესის საგანს წარმოადგენს მერიის მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის გამოცხადებული კონკურსის პირობები, ვადები, კონკურსში მონაწილე კომპანიების სია, კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე დაწინაურებული კომპანიების დასახელებები, გამარჯვებულ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რეკომენდაციები, მათი შესრულების ფარგლები და სხვა. ორგანიზაცია მომზადებული მონიტორინგის პრეზენტაციას გამართავს.
ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დასრულებული დოკუმენტი 2017 წლის აპრილში უნდა განიხილოს. საკითხზე მიმდინარე კვირას საზოგადოებრივი მონიტორინგის პროცესში აქტიური მონაწილეობის დაწყებისკენ განცხადება გააკეთა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“, რომელიც დოკუმენტს ეკონომიკური ანალიზის კუთხით შეისწავლის.