ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა და თქვენ კიდევ ისევ შიგნით ეტენებით! _ ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერი დავით ჭიჭინაძე დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.
„აი, ეს მოიტანა მიშელის ვახშამზე გაყიდულმა ხალხის ინტერესებმა!!!
ვის უნდა დაუინიციროთ უნდობლობა?! რატომ ატყუებთ ხალხს?!
სად გაქვთ 76 ხმა?!
როდემდე უნდა ამასხარავოთ ხალხი და შეაყაროთ თვალში ნაცარი?!
ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა, ახალგაზრდა კაცი!!!
და თქვენ კიდე ისევ შიგნით ეტენებით!
მხოლოდ რადიკალური პროტესტი დაიცავს ადამიანის უფლებებს!
როგორც გექცევიან ზუსტად ისე უნდა მოექცე!
შეეშვით დემაგოგიას და აი ახლა მაინც აგვიხსენით, რატომ შეხვედით პარლამენტში?!
რატომ გაყიდეთ ერთობა?! _ დაწერა ჭიჭინაძემ სოციალურ ქსელში.