მკვლელობა მოხდა თბილისში – ავლაბარში ახალგაზრდა კაცს ქუჩაში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები, ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ, _ ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს..
ცნობილია, რომ სავარაუდო დამნაშავე ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. თვითმხილველები ამბობენ, რომ პირი, რომელმაც სავარაუდოდ ეს დანაშაული ჩაიდინა, მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მთავარი არხის” ვებგვერდთან თქვეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.