ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია knews.ge ავრცელებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, შურისძიების ნიადაგზე, მოკლულია 31 წლის მამაკაცი.
მკვლელობა სოფლის ცენტრში მოხდა სადაც ერთ -ერთმა ადგილობრივმა, ახალგაზრდა კაცს რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა.
სროლის დროს მსუბუქად დაიჭრა კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელსაც გურჯაანის საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და უკვე სახლშია გაწერილია.
სოფელში ფიქრობენ, რომ მკვლელობა მხარეებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.
რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი, გამოძიება დაადგენს.