„მესმის, რომ არსებობს პროცედურები და არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ყველამ უნდა დაიცვა. ჩემთვის, ისევე როგორც მთელი მთავრობისთვის, მთავარია ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, რომელიც სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“,_ ამ განცხადებით გამოეხმაურა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკითხს.
როგორც ცნობილია, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დავალიანების გამო, 1 წლით შეუზღუდა აბტურიენტების მიღების უფლება.
ცენტრის გადაწყვეტილებას სტუდენტები და აბიტურიენტები აპროტესტებენ.