,,მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო”- ამ ფორმატში დიალოგი შედგა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან იმ ინიციატივებით შევიდნენ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდების ინტერესში შედის. მოსწავლეების მიერ შეთავაზებული პროექტები მოიწონა მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნია ქალაქში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარება და სპორტის სასახლის აშენება.
მოსწავლეთა პარლამენტის წევრები ქალაქში დასუფთავების მიზნით ურნების დამატებას ითხოვენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის არ ქონა.
მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა წლებში ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტორს გაყავდა ძაღლები, აცრიდნენ, ყურზე ბირკას ადებდნენ და უკან აბრუნებდნენ, რასაც მისახლეობისთვის სასურველი ეფექტი არ მოუტანია.
ფოცხვერიას განცხადებით, ძაღლის კბენის ეშინია მოსახლეობას და უკან დაბრუნებული, თუნდაც აცრილი, კბენის საშიშროებისგან ვერ იცავს ქუჩაში მოსიარულეებს
,,ოპოზიცია რომ იყოთ, ვიცით, რა პასუხსაც გაგცემდით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაწანწალა ძაღლების პრობლემა ,,მოგვარებული” ჰქონდათ, შუაგულ ქუჩაში ხოცავდნენ ძაღლებს. სრულიად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, თქვენი თვალით დანახული პრობლემები. ვეცდებით, გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს,“_ განაცხადა ფოცხვერიამ.