რეგიონული ტურნეს ფარგლებში, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია.
სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მხარისა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელებული და გეგმიური აქტივობები განიხილეს.
მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება გულისხმობს, 64 მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შექმნას, ასევე, ადგილზე შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადებას, რომელსაც სააგენტო 4 ეტაპად გეგმავს. მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, სტრასბურგის ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში 5 დღიან ტრენინგზე მიღებული გამოცდილებაც დაეხმარებათ, სადაც ისინი მიმდინარე წლის მარტის თვეში სააგენტოს წარდგენით იმყოფებოდნენ.
ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ახლახანს დაასრულა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები.
(R)