NASA-ს კოსმოსური ზონდი „ვოიაჯერ 1“, რომელიც მზის სისტემის საზღვრებს გასცდა, დედამიწაზე მონაცემების გამოგზავნას აგრძელებს.
ამჯერად, ამერიკელმა მეცნიერებმა გადმოგზავნილ ინფორმაციაში პლაზმური ტალღები – ვარსკვლავთაშორისი გაზის მუდმივი გუგუნი აღმოაჩინეს. ასტრონომებს იმედი აქვთ, რომ „ვოაჯერის“ მონაცემების შესწავლა შესაძლებლობას მისცემთ, გაარკვიონ როგორია ურთიერთქმედება ვარსკვლავთაშორის სივრცესა და მზის ქარს შორის.
„ვოიაჯერი 1“ ერთ-ერთია იმ ორი იდენტური ხომალდიდან, რომლებიც NASA-მ 44 წლის წინ გაუშვა. ეს, ადამიანის მიერ შექმნილი, დედამიწისგან ყველაზე შორს მდებარე ობიექტია.
[sexy_author_bio]