ცოტა ხნის წინ ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის საზღვრებს მიღმა პლანეტის არსებობის ნიშნები პირველად აღმოაჩინეს.
ამ ეტაპზე თითქმის 5 ათასი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი, თუმცა ყველა მათგანი ირმის ნახტომშია. ახლა კი მეცნიერებმა, NASA-ს რენტგენული ტელესკოპის „Chandra“-ს მეშვეობით გალაქტიკაში М51 სატურნის ზომის პლანეტა იპოვეს. ეს გალაქტიკა ირმის ნახტომიდან დაახლოებით 28 მილიონი სინათლის წელიწადის მანძილზეა.
ორმაგ სისტემაში M51-ULS-1 ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელია, რომლის ირგვლივაც კომპანიონი-ვარსკვლავი ბრუნავს. ეს ტრანზიტი დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რა დროსაც სისტემის რენტგენული გამოსხივება ნულამდე დაეცა. ამ და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით, ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ ორმაგი სისტემის ირგვლივ, ორი ასტრონომიული ერთეულის მანძილზე სატურნის ზომის პლანეტა ბრუნავს.
[sexy_author_bio]