სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა სარეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის დანერგილ ინოვაციური სერვისსაც, რომლის საშუალებითაც, შპს-ების პარტნიორებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ელექტრონულად შეუძლიათ პარტნიორთა კრებების მოწვევა/ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება. მომსახურების მისაღებად საჭიროა როგორც შპს, ისე მისი პარტნიორები პორტალზე: წწწ.მყ.გოვ.გე იყვნენ რეგისტრირებულნი.
შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობებიც გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისების მოხმარებისას, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი. ელექტრონული სერვისები, მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს. (R)