ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ განაცხადა, რომ საკრებულოს აპარატს ერთი განყოფილება დაემატა_ საინფორნაციო ანალიტიკური და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება, სადაც 6 თანამშრომელი იმუშავებს.
დარჩიას თქმით, ეს უფრო ეფექტურს გახდის საკრებულოს მუშაობას.
“ნაციონალურნა მოძრაობამ” აღნიშნული საკითხი გააპროტესტა. დავით მჟავანაძის და ბესო ქათამაძის თქმით, ეს არის გაბერილი შტატები.
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან მგელაძე კი რანგირებასთან დაკავშირებით გამოხატა პოზიცია. მისი თქმით, ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უგულებელყოფა ხდება და ამის ფონზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები ინიშნებიან.
რაზეც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ღურჯუმელიძემ უპასუხა, რომ მობილობით დაინიშნებიან თანამშრომლები.