სააღდგომო დღეებში, ოზურგეთის ბაზარში ახალი კარტოფილი შემოიტანეს და ერთი კილოგრამი შვიდი ლარი ღირს.
_ რა ამბავია შვიდი ლარი? ოქროს საბადოდან ამოთხარეთ და ძვირფასი ბოლქვები აქვს? _ მომხმარებლები.
პასუხიც არანაკლები ისმის:
_ფასი თუ არ მოგწონთ, გაიაფებამდე ისევ ძველი კარტოფილი იყიდეთ და მიირთვით. რა გაყვირებთ? _ ვალში არ რჩებიან გამყიდველები.
შვიდი ლარი ღირს ერთი კილოგრამი ცერცვი, რომელიც, ასევე, ახალშემოსულია. თუმცა, მომხმარებლები, უმეტესად, ახალი კარტოფილის ყიდვას ცდილობენ და საყვედურიც, შესაბამისად, მისი ფასის გამო უფრო ისმის.
ავტორი