ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში რამდენიმე ახალი კადრი დაინიშნა.
მერიიდან მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 83-ე მუხლის თანახმად, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე მერიამ გამოაცხადა შრომითი ხელშეკრულებით მიღებისთვის გამარტივებული საჯარო კონკურსი.
კონკურსის შედეგად, მძღოლი გიორგი სალუქვაძე გახდა, მერის მრჩეველი _ ალექსანდრე ბერიძე, თანაშემწე _ ეთერ ყავრელიშვილი, სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში _ ნია მეგრელიშვილი, მდივან-რეფერენტი _ ელენე სურგულაძე, სპეციალისტი მოქალაქეთა მიღების საკითხებში _ მზევინარ სალუქვაძე.
რაც შეეხება დამლაგებლებს, აღნიშნულ პოზიციას 7 პირი ინარჩუნებს.