SOLO-ს ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერაა. სწორედ ამ მიზნით, SOLO თეატრი სახელოსნო 42-ის სეზონის გენერალური სპონსორია.
9 ნოემბერს თეატრი მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლით – ჟან ბატისტ მოლიერის „დონ ჟუანით” წარდგება და მათ სპექტაკლის ლევან წულაძისეულ ვერსიას შესთავაზებს.
სპექტაკლში მოლიერის გარდა გამოყენებული იქნება სცენები ალექსანდრე პუშკინის, პიერ კორნელიოსა და ედმონ როსტანის პიესებიდან. მასში მონაწილეობას ახალი თაობის გამორჩეული არტისტები მიიღებენ, როგორებიც არიან: პაატა პაპუაშვილი, ნიკა კუჭავა, თეონა ქოქრაშვილი, ანუკა გრიგოლია, ანა ვასაძე, ჯეჯი სხირტლაძე, მარიამ ღვინიანიძე და გიორგი გრძელიძე. სპექტაკლის ახლებური გადააზრება მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება.
ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, 20-22 ოქტომბერს წინასწარ შეიძინონ სპექტაკლის ბილეთები და ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით. სეზონის განმავლობაში, SOLO VISA ბარათის მფლობელები თეატრი სახელოსნო 42-ის ნებისმიერ სპექტაკლზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდებზე: biletebi.ge და tkt.ge
(R)