ვასო აბაშიძის ახალი თეატრი მანიფესტის მეორე ტალღის ფარგლებში გურიას და იმერეთს ეწვევა. ინფორმაცია ამის შესახებ თეატრის გვერდზე ვრცელდება.
“ახალი თეატრის მანიფესტის პირველმა ტალღამ აჭარა და სამეგრელო დაფარა!
მეორე ტალღა – გურია და იმერეთი!
შევხვდებით მალე და ერთად გადავცურავთ ზღვას !!!”_ წერია განცხადებაში.
ჯერჯერობით თეატრს არ გაუვრცელებია ინფორმაცია მანიფესტის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ.


































































