ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი საპროტესტო მანიფესტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“საპროტესტო მანიფესტი იწყებს სვლას რეგიონებში!
1 თებერვალი-აჭარა! ბათუმი!
2 თებერვალი- სამეგრელო! ზუგდიდი.
ბათუმის მერია/Batumi City Hall
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Zugdidi Municipality
შემოტანილი განცხადების საფუძველზე უზრუნველყავით საპროტესტო მანიფესტის სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ჩატარება!
P.S გავდივართ ახალი თეატრიდან 1 თებერვალს 9:00 საათზე”,_ წერია ინფორმაციაში, რომელიც ახალი თეატრის გვერდზე ვრცელდება.
































































