იყო პერიოდი, როდესაც ქართველი ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურს რუსეთში გადიოდნენ, გამონაკლისი არც მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი აღმოჩნდა.
“ჯარში რუსეთში ვმსახურობდი. დასასჯელად ყოველთვის სამზარეულოში გვიშვებდნენ კარტოფილის სათლელად. ახალი წელი ახლოვდებოდა. გარეთ გასვლა არ გვინდა, 37 გრადუსს ყინვას უჭახუნებს. ახლაო, გამოაცხადა “კომბატმა”, 10-10 საათი უნდა იმორიგეოთ გარეთ ყინვაშიო, ოღონდ ჯერ ჩაი დალიეთო. დგას რიგი ცხელ ჩაიზე. ავდექი და რიგის საპირისპიროდ შევიჭერი.
– ტი კუდა, ბლიად! – იყვირა “კომბატმა”
– ჩაი ხოჩუ! – ვუთხარი “მიმინოსავით”.
– ტი გრუზინ? – მკითხა.
– და
– ტროე სუტოკ ვ კუხნიუ.
ააშენოს ღმერთმა, მთელი ახალი წელი სამი დღე სულ სითბოში ვთლიდი კარტოფილს”.


































































