პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებთ ამ „ახალს.” სიახლე ძველ ურთიერთობაში უნდა შეიტანოთ, თორემ, პარტნიორი კი არ უნდა გამოცვალოთ. მით უფრო, თუ ბედნიერად თავს მის გვერდით გრძნობთ. იმისათვის, რომ ურთიერთობა ბედნიერი იყოს, შრომა და ძალისხმევაა საჭირო. სიყვარული თვითონ უნდა ააშენო, აგურ–აგურ… კარგად გააანალიზო პრობლემები და მშვიდად დასახო მათი გადაჭრის გზები. თუმცა, შესაძლოა, ყველა მცდელობამ ფუჭად ჩაიაროს, თუ აღმოჩნდება, რომ, უბრალოდ, არ გაგიმართლათ.
მაგრამ, ახალი წელი ახალი პერსპექტივების, ახალი იმედებისა და ახალი მცდელობების შესანიშნავ შესაძლებლობებს იძლევა. სიყვარულისთვის დაბრკოლება და კონკრეტული ასაკი არ არსებობს, ის ყოველ წუთს შეიძლება, მოვიდეს და, რაც ყველაზე გასაოცარია, არ გამორიცხავს არაფერს, თანაც, სრულიად არაპროგნოზირებადია. ამიტომ, ნურც იმის იმედი გექნებათ, რომ ძველ წელს გაატანთ ძველ სიყვარულს და ახალ წელს ახალს დაელოდებით. ეს ახალი, შესაძლოა, სწორედ ის ძველი აღმოჩნდეს, რომელსაც თქვენ უკვე წერტილი დაუსვით.
ახალი წელი აუცილებლად გაგანებივრებთ სიყვარულით, თუკი მის ჯეროვნად მიღებასა და „გამასპინძლებას” შეძლებთ. ბევრი არაფერია საჭირო: დახვდით პოზიტიური განწყობით, რაც შეიძლება იმედიანად და, რა თქმა უნდა, ღიმილით, რომელიც მერე, მთელი წლის განმავლობაში თქვენი თანამგზავრი იქნება.
ავტორი