https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ახალი წლიდან ევროპული შემართებით ვიბრძოლოთ“- მოუმზადებელი ოპოზიცია, მომზადებული მერი და 2024 წლის ბიუჯეტი

19:25; 8.01.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

27 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის ბოლო სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ გახსნა. მან დამდეგი, 2024 წლის და ასევე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა დარბაზში მყოფთ:

_ უპირველესად, მინდა მოგილოცოთ 14 დეკემბერი, დღე, როცა ჩვენმა ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ვულოცავ საქართველოს მთავრობას, თითოეულ თქვენგანს. ვისურვებდი, ახალი წლიდან ევროპული შემართებით ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ, დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ, _ თქვა მან.

შემდეგ კი დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი გააცნო საკრებულოს წევრებს.

პირველი საკითხის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ირგვლივ, რომელიც დასამტკიცებლად გამოიტანეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.

_ პირველ რიგში, ისტორიული გამარჯვება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მოგილოცოთ. დღეს უმთავრესი ფინანსური დოკუმენტი უნდა დავამტკიცოთ. ჩვენ ვიმუშავეთ და მოვამზადეთ ოზურგეთის განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი. ის, ასევე, ორიენტირებულია ოზურგეთის განვითარებასა და დაპირებული რვა პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, _ თქვა მან და ისტორიული გამარჯვება უწოდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ჩვენი ქვეყნისთვის.

_ ჩვენ შევასრულეთ დაპირება, ოზურგეთისთვის მეტი ბიუჯეტის დაფინანსების მოზიდვაზე. დღეს ოზურგეთი არის უფრო განვითარებული და უფრო ევროპული ქვეყანა. ახლა ჩვენ 2024 წლის უმთავრესი ფინანსური დოკუმენტი უნდა დავამტკიცოთ და ჩემთვის როგორც მერისთვის, მნიშვნელოვანია საკრებულოსთან ვითანამშრომლო, რათა ერთად განვიხილოთ პრიორიტეტები. ჩვენი საბიუჯეტო რესურსები მთლიანად მორგებულია რვა პუნქტიან გეგმას. 2024 წლის ბიუჯეტი 37 მილიონ 750.0 ათასი ლარით განისაზღვრება, რაც გასულ წელთან შედარებით, ბევრად მეტია. 2023 წელს ოზურგეთის ბიუჯეტში უპრეცედენტო თანხების მოზიდვა შევძელით. ეს ბიუჯეტი გასულ წელს 79 მილიონ 119. 200 ლარი იყო. ამ ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი პრემიერს, პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, _ თქვა მუნიციპალიტეტის მერმა და საუბრის დროს საგანგებო მადლობა გადაუხადა ევროკავშირს გაწეული დახმარებისთვის. აღნიშნა, რომ ევროკავშირის დახმარებით ოზურგეთში ბევრი საუკეთესო პროექტი გახორციელდა.

ავთანდილ თალაკვაძემ დაკონკრეტებით ისაუბრა გაზიფიცირების მასშტაბური პროექტების შესრულებაზე ოზურგეთის სოფლებში, გზებისა და წყალსადენის თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებაზე.

_ ჩვენ ყოველდღე ვაშენებთ ახალ ინფრასტრუქტურას. დაწყებულია კოსტავას ქუჩის რეკონსტრუქცია, ვაგრძელებთ სოფლებში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობას, დავაფინანსეთ სტიქიით დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები, _ თქვა მან.

ავთანდილ თალაკვაძემ 2024 წლის ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას, პრიორიტეტად წარმოადგინა სოციალური დაცვის საკითხი, რომ უმთავრესი ამოცანა მოქალაქეებზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

ვრცლად ისაუბრა სოციალური დახმარების გაზრდაზე, ონკოლოგიური დაავადების დაფინანსებაზე, ასევე, 2-დან 18 წლამდე ბავშვების საზღვარგარეთ სამკურნალოდ მივლინებაზე, განათლების სფეროს მიმართულებით დაფინანსებაზე, პენსიების და ხელფასების ზრდაზე.

თალაკვაძემ თქვა, რომ 2024 წელს ჯანდაცვის მიმართულებით 19 სხვადასხვა პროგრამა იმუშავებს. ოზურგეთში მიმდინარე მასშტაბური პროექტების პარალელურად იწყება ახალი პროექტების გახორციელება, კერძოდ, გორკის ქუჩის რეაბილიტაცია, ნატანებში და დვაბზუ-ნასაკირალის მონაკვეთზე გზის მშენებლობა.

_152-მა სტიქიით დაზარალებულმა ოჯახმა შეძლო სრული დოკუმენტაციის წარმოდგენა და ისინი მიიღებენ კომპენსაციას, ხოლო ვისაც ჯერ არ გაუკეთებია, არცერთი დაზარალებული არ დარჩება უყურადღებოდ.

ავთანდილ თალაკვაძემ საგანგებოდ აღნიშნა ოზურგეთელი სპორტსმენების უდიდესი წარმატების და მიღწევის შესახებ:

_ მათ 377 მედალი მოიპოვეს, როგორც საქართველოს, ისე ევროპის და მსოფლიო შეჯიბრებებზე. ყველა ბავშვისთვის უნდა გაიზარდოს სპორტზე ხელმისაწვდომობა, რომ მათ ასპარეზი ექნეთ, _ თქვა მან და განმარტა, რომ შესაბამისი მუხლიდან, დაფინანსების 18 პროცენტი დაიხარჯება სპორტზე.

ავთანდილ თალაკვაძემ გამოსვლის დასასრულს ისაუბრა და დიდი გამოწვევა უწოდა მიუსაფარი ძაღლების პრობლემას. თქვა, რომ საგანგებო მუშაობა ხდება პრობლემის ირგვლივ, ყველაფერი უნდა დარეგულირდეს კანონის მიხედვით, რომელიც იქნება მკაცრი.

გამოსვლის დასასრულს, მერმა კიდევ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც, მისივე თქმით, ჩართული იყო მუნიციპალიტეტის განახლების და განვითარების საქმეში.

დაასრულა თუ არა თავისი გამოსვლა მერმა, დავით დარჩიამ დარბაზში მყოფ პოზიცია-ოპოზიციას სთხოვა, კითხვები ან წერილობით ან ზეპირად დაესვათ, რაზეც მერი სხდომის ბოლოს უპასუხებდა.

თუმცა, ტრადიციულად, სხდომაზე ხმაური და რეპლიკების რეჟიმი ამოქმედდა. ნაციონალმა დეპუტატმა დავით მჟავანაძემ თქვა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი რომ მიიღო, ეს მისასალმებელია, თუმცა, ამ პროცესს, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აბრკოლებდა:

_ სპეციალურად მიზანმიმართული კამპანია გქონდათ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, _ მიმართა მან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

რა თქმა უნდა, განრისხდა პოზიცია და სულ დემაგოგი და ნულპროცენტიანი უძახეს მჟავანაძეს. მჟავანაძემ, ტრადიციულად, მისთვის ყველაზე საყვარელი ფრაზა _ „ბორენკას მონები“ მოიშველია. საპასუხოდ კი, „მიშას მონის“ ეპითეტი მიიღო.

_ რას ყაყანებ აქ და დემაგოგობ, წლებია, ბიუჯეტს ბოიკოტს უცხადებთ, არც ერთ ბიუროს და კომისიის სხდომას არ ესწრებით. საკრებულოს სხდომებს, როცა მოგეხასიათებათ, მიატოვებთ ან არ დაესწრებით, რაზე საუბრობთ? _ მიმართა მას ტარიელ აროშიძემ.

_ დათო, შენ არ იყავი, ხაბეიშვილს კლოუნს რომ ეძახდი და მელია გაიმარჯვებსო, ამბობდი, დაგავიწყდა? უთავმოყვარო ხარ, _ შეახსენა მჟავანაძეს უახლოესი წარსული მარიკა ჩხიკვიშვილმა.

„ნაციონალი“ დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი, ასევე ტრადიციულად, ხელში თაბახის ფურცლებით, სწრაფად წამოდგა და სასწრაფოდ ჩამოთვალა, თუ რამდენია სტიქიით დაზარალებული, რომ არიან მშიერი ბავშვები… 31 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანია, რომლებზეც ხელისუფლება არ ზრუნავს…

_ თქვენი პარტიის დროს იყო ხომ ფასიანი ბაღები და სკოლა… _ ნიკოლაშვილს შეეპასუხა მერი, ავთანდილ თალაკვაძე.

თათია ნიკოლაშვილმა დასუფთავების სამსახურის დაფინანსების თაობაზე წამოჭრა კითხვები. მან სერვისცენტრის მომსახურების შესახებ ისაუბრა და მოითხოვა დასუფთავების ხარჯების შემცირება.

_ რაო? რა კითხვა აქვს? დასუფთავების სამსახურზე კითხვა აქვს, აცალეთ _ არაერთგზის გაიმეორა ავთანდილ თალაკვაძემ.

თათია ნიკოლაშვილი აშკარად მოუმზადებელი საკითხით აღმოჩნდა და  მერმა სწორედ აქ „გამოიჭირა“.

_ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენს ქალაქს ასუფთავებენ, დაფინანსების გაზრდის მოთხოვნის ნაცვლად, შემცირებას ითხოვენ… წყალი დაალევინეთ, სული მოითქვას… არითმეტიკა იცით? რაღაც კითხვებს სვამენ, თითქოს და, სადაა კითხვა, დასვით კითხვა, _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კითხვების დასმას სთხოვდა ოპოზიციას.

27 დეკემბრის საკრებულოს სხდომა მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ თალაკვაძის აშკარა უპირატესობით წარიმართა. მასთან პოლემიკაში ვეღარ ჩაება ოპოზიცია და დარბაზი დატოვა.

_ ასე მოუმზადებელი რომ მოვლენ, უარესი დაემართებათ. თუ შეიძლება, თქვა ისეთი სისულელე, რომ დასუფთავების ხარჯები შეამცირეთო? ამ შანსს მერი ხელიდან არ გაუშვებდა და ჩააყენა კიდეც ოპოზიცია შამათის პოზიციაში, _თვით საკრებულოს წევრმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თქვეს „გურია ნიუსთან“.

პარტია „საქართველოსთვის“ ოზურგეთელმა ლიდერმა, საკრებულოს წევრმა ალეკო ბურჭულაძემ ტრანსპორტის პარკირების საკითხი დასვა _ გადახდის ფორმას ვგულისხმობ და არა კონკრეტულ ადგილსო. ასევე, დაინტერესდა მიუსაფარი ძაღლების საკითხით…

_ პარკირების საკითხზე მუშაობა დაწყებულია. ტრანსპორტი, ალბათ, თებერვალში გაეშვება. მიუსაფარ ძაღლებს რაც შეეხება, ამის შესახებ ვთქვი და კიდევ ვამბობ, ეს მხოლოდ ჩვენი მუნიციპალიტეტის პრობლემა არ არის. აუცილებლად გადავწყვეტთ ისე, როგორც საქმე მოითხოვს, _ თქვა მერმა.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, გელა ჩავლეშვილმა, მორიგ საკითხზე საუბრისას, საკრებულოს მიმართა, რომ ხმა მიეცათ პროგრესული ბიუჯეტისთვის.

_ „ნაცმოძრაობა“ მუდმივად ბოიკოტის რეჟიმშია და ამათი ასე ყურება არ შეიძლება. ჩვენ არ ვაპირებთ სტიქიური უბედურების ან სხვა რაიმეს ხარჯზე ელექტორატის მომხრობას. სხდომებს ესენი არ ესწრებიან და ბიუროს. გოჩა შარაშენიძე დაესწრო ამას წინათ, მათი პარტიიდან, კომისიის სხდომას და მადლობა გადავუხადე. საუბარიც არ შეიძლება მათზე, რაც არიან, ვიცით…

მუნიციპალიტეტის მერმა ამომწურავად ისაუბრა ბიუჯეტის ირგვლივ და დეტალურად ჩამოაყალიბა 2024 წლის ყველა პარამეტრი. მოგიწოდებთ ხმა მისცეთ, _ მიმართა მან დარბაზში მყოფ საკრებულოს წევრებს.

საბოლოოდ, 2024 წლის ბიუჯეტი 37 მილიონ 750 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 3 270 000 ლარით მეტია.

წლის ბოლო საკრებულოს სხდომაზე, ორმხრივი ჩხუბი პოზიციის და მუნიციპალიტეტის მერის აშკარა უპირატესობით დასრულდა.

საკრებულომ ოზურგეთის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ბიუჯეტის მიხედვით ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ყოველთვიური ხელფასები 10% გაეზარდათ.

საკრებულოს სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე იმსჯელეს.

პირველი საკითხის პროექტი, როგორც ვთქვით, საკრებულოს მერმა ავთანდილ თალაკვაძემ წარუდგინა და საკრებულოს წევრების შეკითხვებს უპასუხა. ბიუჯეტთან დაკავშირებით დასკვნები წარმოადგინეს დარგობრივმა კომისიებმა, ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ“.

მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ თავის გამოსვლაში შეაფასა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილება, აქედან გამომდინარე ცვლილება შევიდა მერის დებულებაში. დამტკიცდა მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის თაობაზე დადგენილება. ხოლო საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ნორმატიულ აქტში ცვლილებები აისახა.

საკრებულოს მიერ დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ დადგენილებაც.

განკარგულების პროექტები, რომლებიც საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მიიღო შემდეგია: მუნიციპალიტეტის „ნარჩენების მართვის 2023-2027 წლების სამოქმედო მუნიციპალური გეგმის“ დამტკიცების შესახებ; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონებების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის თაობაზე.

საკრებულომ, რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტის მოწონების თაობაზე 2 განკარგულება დაამტკიცა.

მერიამ საკრებულოს მოსაწონებლად შემდეგი პროექტები წარუდგინა:

სოფელ ლიხაურში (კვაჭალათი) შიდასასოფლო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ცხემლისხდიში გიორგი სალუქვაძის სახლმუზეუმის რეაბილიტაცია;

სოფელ დვაბზუში შალვა რადიანის სახლმუზეუმის რეაბილიტაცია;

სოფელ ნატანებში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

დავით დარჩიასაკრებულოს სხდომა
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20 იანვარი, 2026
პოლიტიკა

შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

16:25; 20 იანვარი, 2026
პოლიტიკა

159 შეწყალებული მსჯავრდებული და კითხვის ნიშნები- რას ამბობენ საია-ში შეწყალების აქტზე

13:13; 20 იანვარი, 2026
პოლიტიკა

თენგო კირთაძე: ოპოზიციაში პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის პროცესი მიმდინარეობს

22:16; 19 იანვარი, 2026
პოლიტიკა

შეწყალების აქტი ჯერ არ გამოქვეყნებულა

20:02; 19 იანვარი, 2026

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ლეგენდარული ფეხბურთელი გარდაიცვალა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:34; 20.01.2026
პოლიტიკა

შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

16:25; 20.01.2026
საზოგადოება

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

16:18; 20.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

15:53; 20.01.2026
ფინანსები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

15:48; 20.01.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

15:26; 20.01.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია თუ არა თოვა უახლოეს დღეებში

14:54; 20.01.2026
პოლიტიკა

159 შეწყალებული მსჯავრდებული და კითხვის ნიშნები- რას ამბობენ საია-ში შეწყალების აქტზე

13:13; 20.01.2026
მსოფლიო

მასშტაბური ავარია აშშ-ში

13:12; 20.01.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა

12:23; 20.01.2026
სამართალი

მაღაროელებს 6 წლით და 3 თვით და 4 წლით და 3 თვით პატიმრობები მიუსაჯეს

12:14; 20.01.2026
მსოფლიო

გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

10:49; 20.01.2026
მსოფლიო

რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

10:48; 20.01.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

10:43; 20.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო