ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, სამველ მანუკიანის ავტომობილს გუშინ გვიან ღამით ცეცხლი წაუკიდეს.
როგორც ცნობილია, მანქანა დეპუტატის სახლის წინ იდგა, როდესაც მეზობელმა დაინახა, თუ როგორ გადაასხა დაუდგენელმა პირმა ავტომობილს ბენზინი და ცეცხლი წაუკიდა. დამნაშავე მეზობლის მიახლოებისთანავე გაიქცა, თუმცა ადგილზე მტკიცებულებები დატოვა.
მაცხოვრებლებმა სახანძრო გამოიძახეს, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა ბრიგადის მოსვლამდე, დამოუკიდებლად შეძლეს.
დეპუტატი დეტალებზე დაზუსტებით ვერ საუბრობს, მიუხედავად ამისა, ის არ გამორიცხავს, რომ მანქანის დაწვის ფაქტი მის საქმიანობას უკავშირდებოდეს.
საქმეზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლით დაიწყო დაიწყო.
rustavi2.ge