უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, ახალმა ზელანდიამ ახალი სანქციები რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრების, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის და გარკვეული თავდაცვითი კომპანიების წინააღმდეგ გამოაცხადა. – ამის შესახებ TASS წერს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნანაია მაჰუტას თქმით, სანქციები 170 რუს სენატორს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრებს დაუწესდა, ასევე სანქციები შეეხო თავდაცვის სექტორის 6 კომპანიასაც.
ჯერჯერობით უცნობია, თავდაცვის სექტორის რომელ 6 კომპანიას შეეხება სანქციები.
“ახალი ზელანდია ახალ სანქციებს უწესებს რუს პოლიტიკოსებსა და თავდაცვის სექტორის კომპანიებს, რომლებიც უკრაინაში პუტინის ქმედებებს მხარს უჭერენ. ჩვენი მიზანია, რომ ამ დანაშაულებისთვის ყველა პასუხისმგებელმა პირმა პასუხი აგოს”. – წერია ახალი ზელანდიის მთავრობის განცხადებაში.
ცნობისთვის, ახალმა ზელანდიამ თვრამეტი რუსული ფინანსური ინსტიტუტისა და ოთხასზე მეტი რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები გასულ თვეშიც დააწესა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქციები ცენტრალურ ბანკსა და სახელმწიფო სიმდიდრის ფონდს შეეხო. ასევე, სანქცირებულთა სიაში რუსეთის რვა უმსხვილესი ბანკი მოხვდა.
გარდა ამისა, ახალმა ზელანდიამ მოგზაურობაზე სანქციები დააწესა რუსი თანამდებობის პირების მიმართ, ასევე, აკრძალა საქონლის ექსპორტი რუსი სამხედრო და უსაფრთხოების ძალებისთვის.
ავტორი