ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ,,სმარტის” შენობაში, მეორე სართულზე აფეთქება მოხდა, დაზიანებულია მაღაზიის ნაწილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ჯგუფები. მომხდარის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ შენობაში ერთი პირი იმყოფება. მათი ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თვითმხილველების თქმით აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე შენობებში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.