ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე სწავლობდნენ 30-დან 79 წლამდე ასაკის 456 000 ადამიანის ჯანმრთელობისა და კვების ჩვევების მდგომარეობას. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მონაწილეებს შორის დაფიქსირდა საყლაპავი მილის კიბოთი დაავადების 1731 შემთხვევა.
სპეციალისტებმა იმის დადგენა შეძლეს, რომ ყველაზე ხშირად ონკოლოგიური დიაგნოზი ჰქონდათ იმ პაციენტებს, რომლებიც მუდმივად სვამდნენ ცხელ ჩაის და ყოველ დღე ღებულობდნენ არა ნაკლებ 15 გრ ალკოჰოლს.
ორჯერ უფრო ხშირად უვითარდებოდათ საყლაპავი მილის კიბო იმ მწეველებს, რომლებსაც უყვარდათ ცხელი სასმელები.
სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ 65 გრადუს ცელსიუსზე მეტი ტემპერატურის მქონე სასმელებს თერმულ ტრავმებთან მივყავართ და სწორედ ისინი ზრდიან შემდგომში ონკოლოგიის ალბათობას.