ბლექსი არენაზე ამერიკელმა მესაყვირემ კრის ბოტმა და ნანი ბრეგვაძემ გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლები“ დუეტში შეასრულეს.
კომპოზიციის დასრულების შემდეგ საქებარი სიტყვები არ დაიშურა კრის ბოტმა. ის ინგლისურად ესაუბრებოდა ნანის, რაზეც მომღერალმა სტუმარს ხუმრობით უთხრა:
“ახლა ამას გონია ინგლისური ვიცი“.
კონცერტის დასასრულს კრის ბოტმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა:
“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ნანის გვერდში დგომა უდიდესი პატივია ჩემთვის. ბოლო 15 წლის მანძილზე საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ და მინდა აღვნიშნო, რომ ქართული მუსიკა ულამაზესია. ჩემთვის სხვა ასეთი ქვეყანა არც არსებობს, პატივია ჩემთვის ამ ტრადიციის ნაწილი ვარ. იმედია, კიდევ ჩამოვალ საქართველოში“.