“აი, ახლა გულგაგლეჯილები ვართ, ლაშა, ყველა. ეს რა გააგვიკეთე. ჩემო შვილივით გაზრდილო და სიკეთით სავსე ბიჭოო.
ახლა ფოტოებს უნდა ვუყუროთ. წახვედი, ჩემო ლაშუ.
აქ რომ იყავი სხვანაირი შეგრძნება მქონდა რაღაცნაირად, მიუხედავად იმისა, უკვე 7 დღეა, აღარ გამიგია შენი ხმა _ “მაიკო რა შობი”. ახლა უფრო უარეს სიცარიელეს ვგრძნობ, ლაშუ.
წამოგყვა შენი ნანა და შენი შვილები, რომლებსაც მოუშუშებელი ტკივილი დაუტოვე ლაშუ. რამხელა ძალა და იმედი ვიყავით ერთმანეთის, ჩემო ბიჭო. დავრჩით მარტო ახლა. უკანასკნელ გზაზეც ვერ გაცილებ და ვერ მოგეფერები. მაგრამ პირობას გაძლევ, აქედან მაინც გეტყვი ორ სიტყვას, ჩემო თბილო, კეთილო, მოსიყვარულე და ყველასთვის საყვარელო ლაშა.
გული ამომგლიჯე და წაიღე შენ, იცოდე. უზომოდ მიყვარხარ და მეყვარები, ხომ იცი…
მენატრები უკვე ძალიან…
დედიკო და კაკუნა როგორ უნდა ნახო, ლაშუ, ასეთმა გაყინულმა, როგორ ბიჭო! _ წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის და.
ლაშა ცენტერაძე რამდენიმე წელია უკურნებელ სენს ებრძოდა. ლაშა მკურნალობის კურსს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა. იგი 1 ივლისს გარდაიცვალა. ლაშას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
“გურია ნიუსი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კარგი ვაჟკაცის, საუკეთესო ქართველის გარდაცვალების გამო და თანაურგძნობს ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, ხიდისთავს, მთელ ჩოხატაურს, ყველას, ვისაც გული შესტკივა ლაშა ცენტერაძის დაღუპვის გამო. ოჯახს კი ჭირთა თმენას და გამძლეობას უსურვებს.































































