„ახლა სახელმწიფოს გადაფორმება მიმდინარეობს. ეს არის ღირსების აყრა ჩვენი, თვითეული მოქალაქისთვის, ეს არის სახეში სილის გაწვნა“, _ თქვა გიორგი ვაშაძემ.
„დღეს, არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ აკონტროლებს ვიღაცა ვიგინდარა მაჟორიტარებს. საერთოდ საიდან მოვიდა ეს ხალხი?! თვითონ მოიყვანა და ძალიან კარგადაც აკონტროლებს.
ერთადერთი გზაა, აბსოლუტურად ყველამ უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, არ უნდა დავემორჩილოთ უკანონო მოთხოვნებს.
რაც შეეხება ჩვენს გეგმას, მე მაქვს ერთი გეგმა _ ვიდგე რუსთაველზე მანამ, სანამ არ მივაღწევთ იმას, რაც ხალხს უნდა. ეს უნდა გავაკეთოთ აუცილებლად _ უკან რომ დავიხიოთ, ასჯერ მეტად გადაგვივლიან, გადაგვახევენ ყველაფერს თავზე”, _ განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მან აღნიშნა რომ დღეს 7 საათიდან უნდა დაიწყოს შეკრება რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ: ,,უნდა დავიწყოთ შეკრება 7 საათისთვის. ეს ის დროა, როცა შესაძლებელია შეკრება. ახლა კაბინეტებში განხილვის დრო არ არის _ ყველამ უნდა გავიდეთ ქუჩაში”, _ აღნიშნა ვაშაძემ.