დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავიცვათ წესები.
„რაც შეიძლება შევზღუდოთ სხვადასხვა ღონისძიებებზე წასვლები. განსაკუთრებით მოვუფრთხილდეთ ბავშვებს. ახლა ქორწილებში სიარულის დრო არ არის“, – გვითხრა არჩილ მჟავიამ.
ამ დროისთვის გურიაში კორონავირუსის 6 ფაქტი არის დადასტურებელი. ყველან მათგანი ე.წ. ქორწილის კლასტერს ეკუთვნის.




























































