ყოფილი პარლამენტარი, ბიძინა გუჯაბიძე 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გუჯაბიძის მეუღლე, მაკა სახურია ავრცელებს.
“ახლა მიტირეთ ყველამ…აღარ მყავს ჩემი კეთილი ბიძინა. ვერ გაუძლო გულმა”, _ წერს გუჯაბიძის მეუღლე.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ბიძინას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს.