მწერალი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში თბილისში, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება.
“ეს მძიმე ამბავი სკოლაში გაკვეთილების დაწყებამდე შევიტყვე, თითქმის მარიტასოდენა ბავშვებს უნდა შევხვედროდი. და მერე იმ გაკვეთილებს გაკვეთილები აღარ ერქვათ, არც ამ დღეს ერქვა დღე. ერთადერთი, რაც მტკიცედ ვიცი; ახლა მხოლოდ ორი სიტყვა უნდა ცხოვრობდეს ამ ქალაქში: სამძიმარი და პასუხისმგებლობა”, _წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.