“ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ,,facebook” ეხმაურება და დაღუპულების ოჯახს უსამძიმრებს.
მისი თქმით, ახლა პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის და საარჩევო კამპანია შეაჩერა.
,,ჩვენს ქალაქში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა.
ბათუმი დაღუპულ თანამოქალაქეებს გლოვობს.
ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია.
ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს.
არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს დაუღალავი და თავდადებული შრომისთვის. სამუშაოები გრძელდება და იმედს არ ვკარგავთ, რომ ცოცხლებს ამოვიყვანთ ნანგრევებიდან.“ – წერს გიორგი კირთაძე
[sexy_author_bio]