“ახლა როსტოვში შევდივართ… თუ ვინმე გადაგვიდგება გზაზე, გავანადგურებთ”, – ამის შესახებ მიმართვას “ვაგნერის” დაჯგუფების დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ტელეგრამის საკუთარ არხზე ავრცელებს.
“ჩვენ ახლა როსტოვში შევდივართ. ამ დროისთვის, გადავკვეთეთ ყველა სახელმწიფო საზღვარი. მესაზღვრეები შეგვეგებნენ, ახალწვეულები გვერდით გადგნენ – ჩვენ ბავშვებს არ ვებრძვით და არ ვკლავთ… თუ ვინმე გადაგვიდგება გზაზე, გავანადგურებთ. ვაგრძელებთ სვლას და მივალთ ბოლომდე”, – თქვა მან.
ცნობისთვის, სიტუაცია რუსეთში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დაჯგუფება “ვაგნერის” ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია “ვაგნერის” ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ის ამბობდა, რომ დაქირავებულთა დიდი რაოდენობა დაიღუპა.
პრიგოჟინის ბრალდება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო და თქვა, რომ “ვაგნერის” ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმის მტკიცებულებები “რეალობას არ შეესაბამებოდა”.
სწორედ პრიგოჟინის ამ განცხადებებზე აღძრა საქმე რუსეთის ФСБ-მდა თქვა, რომ მიზეზი “შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდებაა”. მოგვიანებით, პრიგოჟინზე სისხლის სამართლის საქმე რუსეთის პროკურატურამაც აღძრა.
ამ დროისთვის, მოსკოვში სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება. მანამდე ქალაქში “ციხის გეგმა” გამოცხადდა.