რუსეთის საშინაო საქმეებში უცხო სახელმწიფოების ჩარევის ფაქტების გამოძიების სახელმწიფო სათათბიროს კომისიის თავმჯდომარე ვასილი პისკარიოვი გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.
“საქართველოში აქციის მონაწილეთა ბრბოში ნაცნობი სახეები ამოვიცანი.
ესენი არიან იგივე ინსტრუქტორები ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც ამზადებდნენ პოგრამებს რუსეთში და ჩვენს ახალგაზრდებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებდნენ. მათ ასევე დაგეგმეს პროვოკაციები რუსეთში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც.
ახლა მათ დაიწყეს საქართველოს შერყევა, მომიტინგეების უზრუნველყოფა კომუნიკაციით, წყლით, მედიკამენტებით, ფართებით, იურიდიული და მედიის დახმარებით.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ ვის ფინანსურ ინტერესებსა და ფასეულობებს იცავენ ფულის სანაცვლოდ ეს პროვოკატორები და დემოკრატიისთვის ცრუმებრძოლები, როდესაც ბარიკადებზე ამა თუ იმ ქვეყნის ბავშვები გამოყავთ”,_წერს ის.