ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რუს დეპუტატებს მიმართავს.
“მივმართავ რუს ჟურნალისტებს. ჩვენ თანახმა ვართ ახლა თქვენ აგინოთ ჩვენს პრეზიდენტს და გავანულოთ ანგარიში”.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა “P.S”-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.
“რუსთავი 2”-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.
გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.