გუშინ, პირველ არხთან ინტერვიუში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია გამოეხმაურა.
ელენე ხოშტარიას შეფასებით, გუშინდელი განცხადებით ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ის აკონტროლებდა ქვეყნის მართვას.
„უნდა ვიმარჩიელოთ, რა ახალი კონსტრუქცია მოიგონა, ვინ იქნება ან ვინ არ იქნება. ეს იქნება ფორმალურად „ქართული ოცნების“ თუ ფორმალურად არა ქართული ოცნების, უპარტიოს თუ რას მოიგონებს. არსებითად ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც მათ აწყობთ, იქნება მათი კანდიდატი, რა ნომერიც არ უნდა ჰქონდეს და რა სახელიც არ უნდა ერქვას, იქნება მათი მორიგი ფასადი. ამიტომ აქ ყველაზე მთავარია ეს დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, რაც პირდაპირ გამოამჟღავნა გუშინ ბატონმა ბიძინამ, ეს არის ის, რომ დიახ, ის აკონტროლებდა ქვეყნის მართვას, ეს პირდაპირ და ღიად თქვა. ის იხსნის პასუხისმგებლობას იმ ადამიანების ჩავარდნებზე, რაც მათი დანიშნული ხალხი იყო. ჩვენი ამოცანაა, რომ ვკონცენტრირდეთ, რომ ამ არჩევნებზე ოპოზიციამ იყო ძლიერი ამ არჩევნებზე, ოპოზიციური კანდიდატები იყვნენ ძლიერები და ამ საპროტესტო ამომრჩევლის მობილიზება მოვახდინოთ,“_ განაცხადა ელენე ხოშტარიამ.