ახლად შექმნილი პარტია „ახალი საქართველო“, რომლის შემადგენლობაში “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატები: ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, კობა ნარჩემაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი არიან, გურიაში, სავარაუდოდ, ნინო შეწირულის კანდიდატურას წარადგენს.
ნინო შეწირული სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსად მუშაობდა, ხოლო, ახლა შპს „ვასაძის პურის“ საცხობი საამქროს უფროსია.
„გურია ნიუსის„ სატელეფონო ზარს შეწირული ამ წუთებში არ პასუხობს.