რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში დიდი კონკურენციის გამო, მეგობრობა არ არსებობს. თუმცა, ეს ასე არაა: ნორმალურ მეგობრულ ურთიერთობას სხვადასხვა ბრენდის ჩვენებების კულისებშიც შეხვდებით.
კარლი კლოსი და ჯორდან დანი
გოგონები დიდიხანია რაც მეგობრობენ და ერთნაირი წარმატებით ახერხებენ სერიოზულ მუშაობასაც და გართობასაც. კარლი ჯორდანის ვაჟის ნათლიაცაა და მის მიმართ დიდ მზრუნველობას იჩენს.
ბეჰატი პრინსლო და კოკო როშა
მოდელებს ხშირად აფიქსირებენ ერთად, ამასთან, კოკო ბეატის მეჯვარეცაა.
ქეით მოსი და ნაომი კემპბელი
მათ ერთმანეთი 1992 წელს გაიცნეს, როცა ქეითი 15-ის, ნაომი კი 18 წლის იყო. მოდელებმა ერთად ბევრი რთული თუ წარმატებული პერიოდი გამოიარეს. ორივემ კარიერაში უდიდეს წარმატებას მიაღწია და ერთმანეთი არ დაუკარგავთ. მოსი და კემპბელი ამჯობინებენ დები დაუძახონ და არა მეგობრები.
ალესანდრა ამბროსიო და ადრიანა ლიმა
როცა ალესანდრა ნიუ-იორკში ჩავიდა, სახლის მოძიებაში ჟიზელ ბუნდჰენი, ხოლო ინგლისურის სწავლაში ადრიანა ლიმა დაეხმარა. გოგონებმა ერთმანეთს კარგად გაუგეს და მეგობრობაც მრავალი წელია გრძელდება. მოდელს სიკეთე არ დავიწყებია და ადრიანას მუდამ ბრწყინვალე პროფესიონალად და მშვენიერ ადამიანად მოიხსენიებს.
ქენდის სვინპული და როზი ჰანტინგტონი
ორი ულამაზესი ქერათმიანი ლამაზმანი მუდამ ერთად დამოგზაურობს.