„ფოთში საარჩევნო უბნებს ე.წ. „ძველი ბიჭები“ კურირებენ“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის შტაბის ხელმძღვანელი დარეჯან ცხვიტარია. მისი თქმით, ფოთში საპარლამენტო არჩევნები დილიდან დარღვევებით მიმდინარეობს.
_ საარჩევნო უბნებს ე.წ. „ძველი ბიჭები“ კურირებენ. სულ დარღვევებია. რომ ნახოთ, პერიმეტრზე რამდენი მანქანა დგას, რამდენი მიკროავტობუსი… ასევე, რამდენი “ძველი ბიჭი“ დგას, რამდენი უშიშროების წარმომადგენელი, გაოცდებით“,- _ ამბობს ცხვიტარია. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში; #70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სალომე როდონაიამ “გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ ამ დროისთვის ფოთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის.