უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება.
თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სადღესაწაულო დღეებში სასაფლაოზე გასვლა ოჯახიდან 1-2 კაცს შეეძლება.
გამყრელიძემ მოსახლეობას ორშაბათს და სამშაბათს სასაფლაოზე გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა, მაგრამ საზოგადოების ნაწილი დაიბნა და ვერ გაიგო აქვთ თუ არა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში თუნდაც ოჯახის 2 წევრს სასაფლაოზე გასვლის უფლება.
2, 3, 4 მაისს სასაფლაოზე გასვლა აკრძალულია,_ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მერიის პრესსამსაურში განუცხადეს.
„უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 2,3,4 მაისს იზღუდება სასაფლაოებზე გასვლა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროცესი გაკონტროლდება შსს–ს შესაბამის სამსახურებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით.
ხორციელდება მოსახლეობის ინფორმირება რათა ჩვენი თანამოქალაქეების მხრიდან მოხდეს აღნიშნული რეგულაციის გათვალისწინება“,_ გვიპასუხა მერიის პრესსამსახურმა.
შეგახსენებთ, რომ სასაფლაოზე გასვლის აკრძალვის დაწესება ქვეყანაში უკვე მეორე წელია პანდემიიდან გამომდინარე ხორციელდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გადაცემა კომენტარში განაცხადა, რომ
–არავინ უშლის ადამიანებს, მთელი კვირის განმავლობაში, როგორც შარშან იყო, ოჯახიდან 1-2 ადამიანი გავიდეთ, ავანთოთ სანთელი… იქნება შეზღუდული, მაგრამ განსაკუთრებული მონიტორინგი იქნება იმ არასასიამოვნო ტრადიციებზე, რაც გვაქვს. ამ დროს ეს გახლავთ ინფექციის გავრცელების მომატებული რისკფაქტორი.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სასაფლაოზე სუფრა არ უნდა გაიშალოს. სწორედ ამის მონიტორინგს განახრციელებს პოლიცია. სოფლებში კი სოფლის რწმუნებული მოუწოდებს მოსახლეობას რეკომენდაციის დაცვისკენ.