„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ლანა ღვინჯილია, რომელმაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და „უნამუსო ჩათლაშკა“ უწოდა, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია.
ღვინჯილიას აქვს სამაგისტრო ხარისხი სახელმწიფო მართვაში (GIPA) და ჟურნალისტიკაში (თსუ). პროფესიული კარიერის პირველი 6 წელი იყო ტელეჟურნალისტი, რეპორტიორი, თოქ-შოუს წამყვანი.
შემდეგი 11 წელი მუშაობდა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციის, მედიის და განვითარების სფეროში (TI Georgia, USAID GEAR Project, IFES, WWF, PA Consulting, OSGF, etc.).
ასევე 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს. სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს კვლევას „სოციალური მედიის გავლენა სამოქალაქო მონაწილეობაზე საქართველოში“.
2011 წლიდან კითხულობს ლექციებს საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფუძნების და განვითარების, სამოქალაქო აქტივიზნის და კამპანიების დაგეგმვის, მოხალისეთა მართვის თემაზე.
ღვინჯილია საპრეზიდენტო კანდიდატს სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან დაუპირისპირდა.