ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის მოსახლეობა აქციას მართავს.
ურეკში, ე.წ. მაგნეტიტში მცხოვრებლები ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილის მიერ 4 ჰექტარზე გაშენებული “კოლხეთის პარკის” შემოღობვას აპროტესტებენ.
მოსახლეობის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება ჯებირები, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ მცხოვრებლებს და დამსვენებლებს პარკის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება შეეზღუდებათ.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.