დღეს, ოზურგეთში, საწარმო გულისტანში ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმებოდა, მაგრამ აქციის ფორმა მას შემდეგ შეიცვალა, რაც საწარმოს თურქმა მფლობელებმა მუშები თურქეთიდან ჩამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ,,გულისტანში” მუშები 21 დღეა გაფიცულები არიან.
ისინი ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
როგორც გაფიცულები “გურია ნიუსთან საუბრისას ამბობენ, პროტესტს მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.