ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან სადაც აქცია იმართება, აქციაზე მისულებს შორის ინციდენტი მოხდა. მოქალაქეების ნაწილს შენობაში შესვლა სურდა, მეორე ნაწილი მათ მშვიდობიანი აქციისკენ მოუწოდებდა.
მოქალაქეთა ნაწილმა ტელეკომპანიის მიმართულებით ცოცხები და კვერცხები ისროლა. ისმოდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი შეძახილებიც.
ტელეკომპანიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება პატრული და სასწრაფო დახმარების მანქანა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა “P.S”-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა.