ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრში, ახალგაზრდების მიერ ზაზა სალარიძისადმი სოლიდარობის ნიშნად გამართულ აქციას, მოგვიანებით საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ბესიკ კუპრაძე და მისი მოადგილე კახა ბოლქვაძე შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ვალიკო მგელაძემ მადლობა გადაუხადა, რომ ლანჩხუთის სახელით სოლიდარობა გამოუცხადეს შვილმკვდარ მამას.
„სხვას სხვისი მიცვალებული ნუ ეგონება მძინარე! აი, ესაა ცხოვრება, ყველა სიკვდილის შვილები ვართ. ეს მინდა გავაგებინო ყველა იმ ადამიანს, ვინაც დღეს უარი მითხრა თანადგომაზე, რომ სარალიძისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია გაგვემართა ლანჩხუთში. ყოჩაღ ამ ბავშვებს, რომ მათ ეს შეძლეს, _ აღნიშნა ვალიკო მგელაძე.