თბილისში პროკურატურასთან, “ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულთა აქცია უკვე დასრულებულია. როგორც „გურია ნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირმა ელიაშვილმა განუცხადა, პერმანენტული აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე მათ მოთხოვნას არ შეასრულებენ.
„უნდა აგვინაზღაურდეს ზარალი, რაც ხანძრის შედეგად მოგვადგა. ვითხოვთ, პროკურორი შოთაძის გადადგომას იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება. კერძოდ, „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი გიორგი მაჭავარიანი უნდა სცნონ დამნაშავედ, როგორც იურიდიული პირი. ასევე, დაზარალებულთა წინაშე არამარტო მთელი სააქციო საზოგადოება და მაჭავარიანი არიან ანგარიშვალდებულები“, _ განცხადა ელიაშვილმა.