„მთავარი არხის“ ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურიაში მანუჩარ კვირკველია საარჩევნო შეხვედრებს მართავდა ჩოხატაურის სოფლებში _ სამებასა და ფარცხმაში.
მანუჩარ კვირკველიას შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს, რომ დროულად მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა “გურია ნიუსს”ამ შენობის ფოტოც მიაწოდეს.
ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თემურ კუტუბიძის თქმით, სამების საარჩევნო უბანს კარიც აქვს და ფანჯარაც:
“იმ ოთახს, სადაც სხედან საარჩევნო უბნის თავმჯდომარე და წევრები, კარიც არის და ფანჯარაც _ როგორ შეიძლება საარჩევნო უბნის შენობა კარის და ფანჯრის გარეშე?!
“გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებ, რადგან ეს არ შეესაბამება სიმართლეს.
დაახლოებით 20 წელია, მაგ შენობაში ტარდება არჩევნები და ახლა არ აქვს ფანჯარა და კარი?! “გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ უკვე მოგვეწერა ამის შესახებ წერილი და წერილობით გავცემ პასუხს.
მე პირადად ყველა პრობლემის შესახებ ვიცი, რომელიც არის საარჩევნო უბნებზე და ეს პრობლემები გვარდება, რომ 31 ოქტომბერს ამომრჩეველმა თავისი არჩევანი მშვიდ და წყნარ გარემოში გააკეთოს“, _ გვითხრა თემურ კუტუბიძემ.